ტელეფონის ნომრის გაზიარებაზე თანხმობა
წინამდებარე ფორმაში ღილაკზე „ვეთანხმები“ დაჭერით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „სითიქომმა“ (ს/კ: 405197111; შემდგომში — „კომპანია“) თქვენი მომხმარებლის ანგარიშში მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომი გახადოს თქვენსავე საცხოვრებელ კომპლექსში/ამხანაგობაში რეგისტრირებული სხვა მომხმარებლებისთვის (მეზობლებისთვის).
მონაცემის დამუშავების მიზანია სამეზობლო კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდა, საყოფაცხოვრებო საკითხების ოპერატიული კოორდინაცია და ურთიერთდახმარების ხელშეწყობა.
თქვენი პერსონალური მონაცემი (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) აღნიშნული მიზნით დამუშავდება თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობამდე.
თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები არის უტყუარი, ზუსტი და გეკუთვნით პირადად თქვენ. გაცნობიერებული გაქვთ, რომ მონაცემთა გაზიარების შედეგად მესამე პირების (მეზობლების) მხრიდან თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ნებისმიერ არამართლზომიერ გამოყენებაზე კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას.
გაცნობებთ, რომ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გარანტირებული უფლებებით.
თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ განახორციელოთ თავად, აპლიკაციის პარამეტრებიდან შესაბამისი ფუნქციონალის გათიშვის გზით. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ფუნქციონალის გამოყენებას, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: info@citycom.ge ან საკონტაქტო ნომერზე: 0322 23 24 25, რის შემდეგაც კომპანია კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს მონაცემთა ხილვადობის შეზღუდვას.