გადავიდე მთავარ კონტენტზე
Citycom

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 2024 წლის 1 იანვარი

Citycom-ის ვებგვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შპს სითიქომის ვებგვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებს. მათზე თანხმობით, აღნიშნული წესებისა და პირობების მოქმედება გავრცელდება თქვენზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს და არ გსურთ, რომ ისინი გავრცელდეს თქვენზე, არ დააჭიროთ თანხმობის ღილაკს და არ ისარგებლოთ ჩვენი ვებგვერდსა და აპლიკაციაზე განთავსებული სერვისებით.

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

თუ სხვა რამ პირდაპირ არ გამომდინარეობს ტექსტიდან, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: სითიქომი ან კომპანია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია, შპს სითიქომი (ს/ნ 405197111). ვებგვერდი: სითიქომის ვებგვერდი www.citycom.ge. აპლიკაცია: სითიქომის მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია. პლატფორმა: შპს სითიქომის ვებგვერდი და/ან აპლიკაცია. მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია სითიქომის ბარათი და რეგისტრირებულია სითიქომის პლატფორმაზე.

მუხლი 2. მხარეები

წესები და პირობები არეგულირებს სითიქომის ვებგვერდისა და აპლიკაციის (პლატფორმის) მომხმარებლის მიერ გამოყენებას. წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ხდება წინამდებარე წესებისა და პირობების მხარე და მისთვის წარმოიშობა წესებით და პირობებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

მუხლი 3. პლატფორმა

3.1. პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის შემდეგ. 3.2. სითიქომის პლატფორმაზე რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სახელი/გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სითიქომის ბარათის ნომერი და სხვა პერსონალური ინფორმაცია. 3.3. პლატფორმაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ იქმნება მომხმარებლის ანგარიში.

მუხლი 4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა / გამორიცხვა

სითიქომის პასუხისმგებლობა გამორიცხულია: • თუ მომხმარებელი მესამე პირ(ებ)ს გადასცემს ანგარიშზე შესასვლელად საჭირო მონაცემებს • ამხანაგობის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე • მომხმარებლის მიერ შეცდომით განხორციელებულ ტრანზაქციაზე • სითიქომისგან დამოუკიდებელი ხარვეზით/შეცდომით გამოწვეულ ზარალზე

მუხლი 5. ვებგვერდისა და აპლიკაციის გამოყენების ზოგადი წესები

5.1. ვებგვერდზე და აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის პირადი სარგებლობისთვის. 5.2. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პლატფორმაზე მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

მუხლი 6. პერსონალური მონაცემები

6.1. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ სითიქომის სერვისის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ ამხანაგობის საერთო ბალანსზე თანხების დაგროვება უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ. 6.2. სითიქომი იღებს ვალდებულებას დაიცვას მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე მითითებული პერსონალური მონაცემები.

მუხლი 7. ინტელექტუალური საკუთრება

მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გაავრცელოს, სხვებს გადასცეს, მოამზადოს ასლი და/ან განახორციელოს რეპროდუქცია კომერციული მიზნებისთვის ვებგვერდის/აპლიკაციის სტრუქტურის, გამოსახულებისა და დიზაინის სითიქომის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

მუხლი 8. მარეგულირებელი კანონი და დავების გადაწყვეტა

8.1. წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8.2. დავა გადაეცემა საქართველოს უფლებამოსილ სასამართლოს.

მუხლი 9. ცვლილებების განხორციელება

სითიქომი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში.

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

10.1. მომხმარებელი ადასტურებს, რომ წესები და პირობები შედგენილია მისთვის გასაგებ ენაზე. 10.2. კომპანია იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია. 10.3. წესების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას.

Cookie ფაილების პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკა აღწერს კომპანიის მიერ ვებგვერდზე cookie ფაილების გამოყენებას.

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

სისტემას აქვს კარის დისტანციურად გაღების საშუალება. ამ სერვისის აქტივაცია ფასიანია. თანხის დაბრუნება ხორციელდება ელ. ფოსტის მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.