გადავიდე მთავარ კონტენტზე
Citycom

სამეზობლოს ციფრული ყულაბა

სამეზობლოს ციფრული ყულაბა სითიქომის აპლიკაციაში არსებული კორპუსის საერთო თანხაა: თითოეული მეზობელი იხდის ინდივიდუალურ საწევროს, რომელიც მოიცავს მიმდინარე საჭიროებებსაც და თანხასაც, რომელიც საერთო ყულაბაში გროვდება სამომავლო მიზნებისთვის. ყველა გადახდა გამჭვირვალედ აღირიცხება აპლიკაციაში.

რა არის სამეზობლოს ციფრული ყულაბა?

ეს კორპუსის საერთო თანხაა სითიქომის აპლიკაციაში. ყოველთვიურ საწევროში მეზობლები იხდიან მიმდინარე ხარჯებს და თანხას, რომელიც ეტაპობრივად გროვდება სამომავლო მიზნებისთვის. ყველა გადახდა და საერთო ბალანსი აპლიკაციაში ჩანს, ამიტომ მეზობლებმა ყოველთვის იციან, სად მიდის თითოეული თეთრი და რა თანხაა დაგროვილი.

როგორ ერთვებიან მეზობლები და როგორ ხედავენ ბალანსს?

  1. მეზობელი გადმოწერს სითიქომის აპლიკაციას iOS-ზე ან Android-ზე
  2. აპლიკაციაში ამოწმებს საერთო თანხის ტრანზაქციებს და იხდის ყოველთვიურ საწევროს
  3. ნებისმიერ დროს ხედავს, როგორ ნაწილდება თანხა, რაში იხარჯება საერთო ბიუჯეტი და რა ნაშთია საერთო ბალანსზე
  4. სისტემა ავტომატურად აახლებს ბალანსს და გადახდების შესახებ შეტყობინებებს აგზავნის

რა ხდება საწევროს ოდენობით?

საწევრო ყველა სამეზობლოსთვის ინდივიდუალურად ითვლება. თანაბარი განაწილებისას სამეზობლოს ჯამური ხარჯები იყოფა აქტიურ მეზობლებზე, კვადრატულობის მიხედვით განაწილებისას კი წილი ბინის ფართზეა დამოკიდებული. საწევროზე მეზობლები თანხმდებიან (საჭიროა 2/3-ის თანხმობა). ორივე პრინციპი აღწერილია ფასის გვერდზე.

რისთვის გამოიყენება დაგროვილი თანხა?

ყულაბაში გროვდება თანხა სამომავლო მიზნებისთვის, მაგალითად:

  • სადარბაზოს კეთილმოწყობისთვის
  • ეზოს მოვლისთვის
  • გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად

რით განსხვავდება ეს ბანკის გადარიცხვებისგან ან ნაღდი ფულის შეგროვებისგან?

ციფრულ ყულაბაში ყველა გადახდა ერთ საერთო ბალანსზე აღირიცხება და ყველა მეზობელი ხედავს მას, ხოლო ბალანსის გამოთვლა და შეტყობინებები ხელით აღარ არის საჭირო. კორპუსის მენეჯერი ხარჯებს სითი პორტალში მართავს: ხედავს მეზობლების ყოველთვიურ საწევროსა და დავალიანებებს, ანალიზს ნებისმიერ პერიოდზე და თანხას სერვის პროვაიდერებს გადაურიცხავს. ეს ყველაფერი ხდება რვეულისა და კარდაკარ თანხის აკრეფის გარეშე.

შეუძლიათ თუ არა მეზობლებს ერთად გადაწყვეტილების მიღება?

დიახ. კორპუსის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კორპუსის მენეჯერის შერჩევა ონლაინ, არჩევნებით შეიძლება: SMS-ით მიიღებ ბმულს კანდიდატების შესახებ ინფორმაციით და ხმას ერთი კლიკით მისცემ.

როგორ დავიწყო?

გადმოწერე სითიქომის აპლიკაცია, ხოლო თუ სამეზობლოზე ზრუნვას იწყებ, დატოვე მოთხოვნა ღილაკით „გახდი სითიქომელი“. მეტი ინფორმაცია სამეზობლოს ციფრული სივრცის გვერდზეა, მენეჯერის ინსტრუმენტები კი სითი პორტალშია.

გადმოწერე სამეზობლოს აპლიკაცია

აპლიკაცია iOS / Android-ზე

Get it on Google PlayDownload on the App Store

ხშირად დასმული კითხვები ციფრულ ყულაბაზე

რა არის სამეზობლოს ციფრული ყულაბა?

ეს კორპუსის საერთო თანხაა სითიქომის აპლიკაციაში. ყოველთვიურ საწევროში მეზობლები იხდიან მიმდინარე ხარჯებს და თანხას, რომელიც ეტაპობრივად გროვდება სამომავლო მიზნებისთვის. ყველა გადახდა და საერთო ბალანსი აპლიკაციაში ჩანს.

როგორ ვიხდი ყოველთვიურ საწევროს აპლიკაციით?

გადმოწერე სითიქომის აპლიკაცია iOS-ზე ან Android-ზე, შეამოწმე საერთო თანხის ტრანზაქციები და გადაიხადე საწევრო. საწევრო ინდივიდუალურად ითვლება; დეტალები ფასის გვერდზეა.

როგორ ვნახო, სად იხარჯება კორპუსის საერთო თანხა?

აპლიკაციაში რეალურ დროში ჩანს სამეზობლოს შემოსავლები და ხარჯები, თანხის განაწილება და საერთო ბალანსის ნაშთი. ხარჯებს კორპუსის მენეჯერი სითი პორტალში მართავს.

რომელ მოწყობილობებზე მუშაობს აპლიკაცია?

სამეზობლოს აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე მუშაობს.