გადავიდე მთავარ კონტენტზე
Citycom

კორპუსის სერვისები და სპეციალისტები ერთ სივრცეში

სითიქომის სერვისების მარკეტი კორპუსის სერვისებისა და სპეციალისტების ერთი სივრცეა: აქ ნახავ ლიფტის მომსახურებას, დასუფთავებას, დაცვას, ტუმბოების მომსახურებას, კორპუსის მენეჯერს, შლაგბაუმს, კარის საკეტს და ვიდეო კამერებს. პროვაიდერს პროვაიდერების სიაში შეარჩევ, ან მოითხოვ სერვისს და სითიქომის გუნდის წევრი დაგეხმარება.

რა სერვისებს ვიპოვი?

აირჩიე კატეგორია და პროვაიდერების სია სასურველი სერვისით გაიფილტრება:

როგორ ავირჩიო პროვაიდერი?

პროვაიდერების სიაში ხედავ პროვაიდერის სახელს, მომსახურების კატეგორიებსა და იმ კორპუსების რაოდენობას, რომლებსაც ის ემსახურება. სასურველ პროვაიდერს უფრო სწრაფად იპოვი:

  • სახელით ძიებით
  • კატეგორიისა და ქვეკატეგორიის ფილტრით
  • იურიდიული სტატუსის ფილტრით (კომპანია ან ფიზიკური პირი)
  • დახარისხებით იმის მიხედვით, რამდენ კორპუსს ემსახურება პროვაიდერი (ზრდადობით ან კლებადობით)

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შესრულებულ სამუშაოზე?

სერვის პროვაიდერები სითიქომისგან დამოუკიდებლად მუშაობენ და თავად იღებენ პასუხისმგებლობას მათ შესრულებულ სამუშაოზე. შერჩევაში სხვა მეზობლების რეკომენდაციები და შეფასებები დაგეხმარება.

როგორ ვიხდი სერვისის თანხას?

კორპუსის მენეჯერს სერვის პროვაიდერებისთვის თანხის გადარიცხვა სითი პორტალიდან შეუძლია: ავტომატურად ან დამოუკიდებლად, ერთჯერადად თუ ყოველთვიურად. ანალიზი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ამავე სივრცეში ჩანს.

რა ვქნა, თუ შერჩევაში დახმარება მჭირდება?

მოითხოვე სერვისი და სითიქომის გუნდის წევრი დაგეხმარება შენი სამეზობლოსთვის იდეალური სპეციალისტის შერჩევაში.

ვისთვის არის სერვისების მარკეტი?

კორპუსის მენეჯერებისთვის, ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის და მეზობლებისთვის, ვისაც სამეზობლოს კეთილმოწყობა სურს, თუმცა არ იცის, სად მოძებნოს სერვისის პროვაიდერი. თუ შენ ხარ სერვისის მომწოდებელი და გსურს სითიქომელ სამეზობლოებს მოემსახურო, სერვისების მარკეტის გვერდზე დარეგისტრირდი და მოხვდები სარეკომენდაციო სიაში.

ხშირად დასმული კითხვები კორპუსის სერვისებზე

რა სერვისებს ვიპოვი სერვისების მარკეტში?

ლიფტის მომსახურებას, დასუფთავებას, დაცვის მომსახურებას, ტუმბოების მომსახურებას, კორპუსის მენეჯერს, შლაგბაუმს, კარის საკეტს და ვიდეო კამერებს.

როგორ ვიპოვო და დავიქირაო პროვაიდერი კორპუსისთვის?

პროვაიდერს პროვაიდერების სიაში შეარჩევ: ძიებითა და ფილტრებით სასურველ პროვაიდერს უფრო სწრაფად იპოვი. თუ დახმარება გჭირდება, მოითხოვე სერვისი და სითიქომის გუნდის წევრი შერჩევაში დაგეხმარება.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შესრულებულ სამუშაოზე?

სერვის პროვაიდერები თავად იღებენ პასუხისმგებლობას მათ შესრულებულ სამუშაოზე, ვინაიდან ისინი სითიქომისგან დამოუკიდებლად მუშაობენ.

როგორ ვიხდი სერვისის თანხას?

კორპუსის მენეჯერს სერვის პროვაიდერებისთვის თანხის გადარიცხვა სითი პორტალიდან შეუძლია, ავტომატურად ან დამოუკიდებლად, ერთჯერადად თუ ყოველთვიურად.